სასწავლო პროექტი
მათემატიკაში
1.პროექტის სახელწოდება:
მოსახლეობის აღწერა
2. პროექტის
მთავარი იდეა: მარტივი
მათემატიკური გამოთვლების
ცხოვრებისეულ პრაქტიკაში
გამოყენება. მოსწავლეთათვის
მათი მნიშვნელობის
გააზრება, რომ
ბუნებაში ყველაფერი
უბრალო ციფრებით
და გამოთვლებით
შეიზლება გამოისახოს.
მონაცემების ცხრილებისა
და დიაგრამებით
გამოსახვის ტექნიკის
ათვისება მოსჭავლეების
მიერ კომპიუტერის
გამოყენებით
3.პროექტის
აქტუალობა: აქტუალურია
იმდენად რამდენადაც
აუცილებელია მოსწავლეებმა
გაითავისონ რომ
მათემატიკა არა
ცალკე განყენებული
ციპრების უაზრო
კორიანტელია არამედ
იგი მჭიდროდ
არის დაკავშირებული
ჩვენს ყოველდღიურ
ცხოვრებასთან . მოსწავლეები
გაუზიარებენ თავის
აზრებს და
ნაშრომებს სხვებს
რათა მათაც
შეიყვარონ მათემატიკა.ასევე
მნიშვნელოვანია ცხრილების
და დიაგრამების
აგება კომპიუტერში
რაც თანამედროვე
ცხოვრების განუყრელი
ნაწილია.
4. პროექტის
მიზნები: განუვითარდეთ
მოსწავლეებს კვლევა
ძიების უნარი.
დაეუფლონ მარტივი
მათემატიკური გამოთვლების
ტექნიკას და
ინფორმაციის დახარისხებას
და გამოსახვას
ცხრილებისა და
დიაგრამების სახით.
5. მონაწილეთა
ასაკი: VI კლასი
6. განხორციელების
ვადები: 4-5
დღე
7.პროეტის
მსვლელობა:
მოსწავლეები იყოფიან
ჯგუფებად, გადიან
თავის სოფელში
და აწარმოებენ
გამოკითხვებს თუ
რამდენი მაცხოვრებელია
სოფელში; აქედან
რამდენია ქალი
და რამდენი
მამაკაცი. შემდეგ
ამ ორ
კატეგორიას კიდევ
ქვეკატეგორიებად ახარისხებენ
მაგალითად: მამაკაცებს
შორის რამდენია
18 წლამდის, 18დან
40 წლამდის და
40იდან ზემოთ.იგივეს
აკეთებენ ქალებზეც.
შემდეგ მონაცემებს
სვამენ ცხრილებში
და გამოსახავენ
სვეტობრივი დიაგრამის
სახით.ამის
მერე ბავშვები
აწარმოებენ პროცენტულ
გამოთვლებს მაგალითად:
მოსახლეობის რამდენი
პროცენტია ქალი/კაცი.
ქალების რამდენი
პროცენტია 18 წლის/18-40
წლის/40-ზევით.ასევე
მოხდება მამაკაცებზეც.
მოსწავლეები აკეთებენ
პატარა პრეზენტაციას
და წარადგენენ;
უზიარებენ შთაბეჭდილებებს
თანატოლებს.
მაგალითისთვის ვთქვათ
სოფელში არის
300 აქედან190 მამაკაცი
და110 ქალი;
მამაკაცებიდან 60 18წლისაა 65
18-40წლის და 65 40წელს
ზემოთ
ქალებიდან 40 18წლისაა 30 18-40წლის
ხოლო 40 40ზემოთ
ეს მონაცემები
მოსწავლეებმა ცხრილების
და სვეტების
სახით შეიძლება
ასე გამოსახონ
ასაკი
|
ყველა ასაკის
|
18 წლამდის
|
18-40 წელი
|
40 და ზემოთ
|
ქალები
|
110
|
40
|
30
|
40
|
მამაკაცები
|
190
|
60
|
65
|
65
|
სულ
|
300
|
100
|
95
|
105
|
ამ მონაცემების
საფუძველზე დიაგრამას
შეიძლება მიეცეს
ასეთი სახე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები დაეუფლებიან
მარტივ გამოთვლით
ტექნიკას და
მის გამოყენებას
პრაქტიკაში; ისწავლიან
მომნაცემების ცხრილებისა
და დიაგრამებით
გამოსახვას; კომპიუტერის
გამოყენებას; გაუზიარებენ
შთაბეჭდილებას თანატოლებს.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნანა მიროტაძე
ხელმძღვანელის ელ.
ფოსტა: nanamirotadze3@gmail.com
No comments:
Post a Comment